WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

“უკრაინული დრონები ბოლო ცხრა თვის განმავლობაში აფხაზეთის საზღვარს რამდენჯერმე არღვევდნენ”, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს აფხაზეთში ხელმძღვანელმა რუსტამ ლატიპოვმა „Sputnik-ს“ განუცხადა.

მისი თქმით, “უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ აფხაზეთის მეზობელი სოჭის მიმართულებით თავდასხმების მცდელობის დროს, ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით ჩერდება”.

ლატიპოვის განმარტებით, ფსოუს გამშვები პუნქტი სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს, თუმცა მსგავსი შემთხვევების დროს სასაზღვრო სამსახური და სამართალდამცავი ორგანოები მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომებს იღებენ.

მისივე განცხადებით, მუშაობა მიმდინარეობს კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის რკინიგზისა და სოხუმის აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ლატიპოვის თქმით, აეროპორტში მგზავრთნაკადი იზრდება.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ 3 ნოემბრის ღამე მშვიდად, ინციდენტების გარეშე გავიდა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები ასევე ზრუნავენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე, მათ შორის, რკინიგზისა და სოხუმის აეროპორტის, სადაც მგზავრთნაკადი იზრდება.