“ქართული ოცნების” პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს პარტიის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის გამართვასთან დაკავშირებით, სადაც სუროგაციის აკრძალვის შესახებ საკითხი განხილვა მოხდა:
🔵 „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გაიმართა.
🔹 უმრავლესობის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება.
🔹 უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზად სუროგაციასთან დაკავშირებული ეთიკური და სამართლებრივი რისკები დაასახელა, რაც ადამიანებით ვაჭრობას, ქალების შესაძლო ექსპლუატაციასა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებს ეხება.
🔹 როგორც სხდომაზე განაცხადეს, გადაწყვეტილება მიღებულია როგორც საქართველოს საპატრიარქოსთან, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან აქტიური კონსულტაციების შემდეგ, ხოლო დეტალები საზოგადოებისთვის საკომიტეტო მოსმენების დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი.
🔹 უმრავლესობის სხდომაზე ასევე განიხილეს სხვადასხვა მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური თემები, ასევე მომავალ სასესიო კვირაში განსახილველი საკითხები.
paraleli პოლიტიკა