უმძიმესი ავიაკატასტროფა ნიუ-იორკში, რომელსაც ბარსელონიდან ჩასული ხუთ­სუ­ლი­ა­ნი ოჯახი ემსხვერპლა (ვიდეო)

3 weeks ago 18

ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 ბავშვი.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ავიაკატასტროფა 10 აპრილს ადგილობრივი დროით 3:17 საათზე ნიუ-ჯერსიში მოხდა. ვერტმფრენმა აფრენიდან 15 წუთში ჯორჯ ვაშინგტონის ხიდამდე მიაღწია, რის შემდეგაც მდინარე ჰადსონში ჩავარდა.

ნიუ-იორ­კის მე­რის, ერიკ ადამსის თქმით, ხუთ­სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი ეს­პა­ნე­თი­დან იყო, მე­ექ­ვსე და­ღუ­პუ­ლი კი პი­ლო­ტია. ოთხი მათ­გა­ნი და­ღუ­პუ­ლად ად­გილ­ზე გა­მო­ცხად­და, ორი კი ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­­ში გადაყვანის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბორტზე ესპანეთიდან ჩასული ოჯახი იყო, რომელიც აშშ-ში ტურისტულად იმყოფებოდა. და­ღუ­პუ­ლია ტექნოლოგიური კომპანია Siemens-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დირექტორი ეს­პა­ნეთ­სა და სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ ევროპაში აგუსტინ ეს­კო­ბა­რი, მისი მე­უღ­ლე, მერ­სე კამპრუბი მონ­ტა­ლი და მათი შვი­ლე­ბი – 4, 5 და 11 წლის ბავ­შვე­ბი.

Bell 206-ის ტიპის ვერტმფრენი ამ დღეს უკვე მეექვსე ფრენას ასრულებდა. ვერტმფრენი ეკუთვნოდა ფირმა New York Helicopters-ს, რომელიც ტურისტებისთვის აწყობს ფრენებს ნიუ-იორკის თავზე.

კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევას სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭო იძიებს.

მანანა ბანძელაძე

სრულად წაკითხვა