უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა დაადასტურა ვადა, როცა ქვეყანაში შეწყდება რუსეთის გაზის იმპორტი და ილაპარაკა რუსეთის ნავთობის ალტერნატივათა ძიებაზე.
უნგრეთი აპირებს რუსეთის ბუნებრივ აირზე უარის სათქმელად დაიცვას ევროკავშირის მიერ დაწესებული ვადა, ანუ 2027 წლის შემოდგომა. ეს ინფორმაცია ანიტა ორბანმა ინტერვიუს ფარგლებში მიაწოდა გამოცემა Telex-ს, ცნობა გამოქვეყნდა 3 ნოემბერს. მინისტრის თქმით, უნგრეთის ნავთობისა და გაზის კომპანია, MOL-ი, ემზადება ალტერნატიული წყაროებიდან მიღებული ნავთობის გადამუშავებისთვის.
"ევროკავშირმა მკაფიო ვადა დააწესა რუსეთის ბუნებრივ აირზე უარის ეტაპობრივად თქმისთვის - ესაა 2027 წლის შემოდგომა", ამბობს ანიტა ორბანი.
ევროკავშირმა მანამდე დაამტკიცა კანონი, რომელიც ითვალისწინება რუსეთის გაზის იმპორტის შეწყვეტას 2027 წლის შემოდგომისთვის. შეზღუდვები შეეხება როგორც მილსადენებით განხორციელებულ მიწოდებას, ისე გათხიერებულ ბუნებრივ აირს.
radiotavisupleba ახალი ამბები