WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

17

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ეხმაურება:

,,ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში რომ ამხელს კობახიძეს და მდინარაძეს, უინტერესო და დასაიგნორირებელი ვერ იქნება.

თუ მაინცა და მაინც უნდა გავიხსენოთ ამ პერიოდის თვითმკვლელობები ან თვითმკვლელობის მცდელობები (რაც აქამდე საზოგადოებისთვის ასეა ცნობილი), ესენია:

თორნიკე რიჟვაძე, 2025 წლის ივლისი (მცდელობა)

დავით გოგობერიშვილი, გლდანის ციხის დირექტორი, 2025 წლის ოქტომბერი (ფიგურირებდა ბაჩიაშვილის საქმეში)

სუსის თანამშრომელი, ნაპოვნია ჩაქვის ტურბაზის ტერიტორიაზე, სახელი სუსს არ გაუმჟღავნებია, 2025 წლის ოქტომბერი

სიმონ წაქაძე, სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი, 2026 წლის იანვარი

როგორც თავად ღარიბაშვილი წერს, მათ რიგში უნდა განვიხილოთ უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძე (წარსულში კონტრდაზვერვის თანამშრომელი), 2026 წლის აპრილი

ხაშურში, საკუთარ მანქანაში, სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი, სახელი და გვარი არ გაუმჟღავნებია სუსს, 2026 წლის მაისი

ბაქარ ბექაური, გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივი, 2026 წლის 7 ივნისი (მონაწილეობდა გორის პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქის ცემის სკანდალში, რისი ვიდეოკადრებიც საჯაროდ გავრცელდა)

ფართოდ გავრცელებული, მაგრამ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასევე სუსის და პროკურატურის ზეწოლის შედეგად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე დავით ნანავამ, ღარიბაშვილის ცოლის ძმის სიმამრმა, 2026 წლის აგვისტო

ჩამონათვალში არის სახელები და გვარები, ვისთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში არსებობს ლეგიტიმური შეკითხვები. ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, ბუნებრივია, ამ შეკითხვებს მეტ სიმწვავესა და აქტუალურობას სძენს.“