უცნობია, იძიებს თუ არა შსს სომხეთის ნაკრების გულშემატკივარზე თავდასხმის ფაქტს

4 weeks ago 21

ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩის თბილისში დასრულების შემდეგ „დინამო არენას“ სტადიონზე გულშემატკივირის ნაწილი შეიჭრა. მათი შეკავება დაცვის სამსხურმა ვერ შეძლო.

გარდა ამისა, ტრიბუნებზე ქართველები სომეხ გულშემატკივრებს დაუპირისპირდნენ - ჩანდა შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაცია და ფიზიკური ძალადობა. მათ შორის, ხელი მოხვდათ პოლიციელებს, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას.

რადიო თავისუფლებამ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჰკითხა, დაიწყო თუ არა გამოძიება ამ ძალადობის ფაქტების შესახებ. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

გუშინ საქართველოსა და სომხეთს შორის გამართული საფეხბურთო მატჩი მასპინძელი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ექვსი გოლის გატანა შეძლო, სომხეთის ნაკრებმა კი მხოლოდ ერთის.

სრულად წაკითხვა