"ფანის საცემადაც კი მზადაა" - დენა უაითი მერაბ დვალიშვილს იცავს

1 week ago 5

UFC-ის არაქართველ მაყურებლებში პოპულარულია აზრი, რომ მერაბ დვალიშვილს უმარ ნურმაგომედოვთან დაპირისპირების ძალიან ეშინოდა და ყველანაირად ცდილობდა, რომ ბრძოლა სხვა მეტოქესთან ჩაენიშნა.

ამას გამოეხმაურა ორგანიზაციის პრეზიდენტი, დენა უაითი, რომელმაც ყოველივე ამას შეთქმულების თეორია უწოდა და მერაბ დვალიშვილი კრიტიკოსებისგან დაიცვა.

ვერ დავიჯერებ იმას, რომ UFC-ის მებრძოლებს ვინმესთან ჩხუბის ეშინიათ. მერაბზე ასეთი რაღაცების თქმა არასწორია, რადგან ის მზად იყო, რომ ტრიბუნაზე ასულიყო და ფანთან ეჩხუბა. მებრძოლებს არავისი ეშინიათ, თუმცა ყველა მათგანს პარანოია სჭირს. ისინი ფიქრობენ, რომ ორგანიზაცია მათ წინააღმდეგაა, სინამდვილეში კი ისეთი ჩხუბების ჩანიშვნას ვცდილობთ, რომელთა ნახვაც მაყურებელს ყველაზე მეტად სურს.

- თქვა უაითმა.

მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლა საბოლოოდ 2024 წლის 18 იანვარს ჩაინიშნა. ქართველმა თქვა, რომ რუსის წინააღმდეგ ბრძოლა პირადული სახის იქნება, რაც დვალიშვილს ორმაგ მოტივაციას მისცემს.

სრულად წაკითხვა