ფეხბურთის ფანებმა საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთების გადამყიდველებს სცემეს

1 month ago 18

მას შემდეგ, რაც ფეხბუღთის მატჩების ბილეთების ყიდვა მხოლოდ ონლაინ-სერვისით და მხოლოდ ტიკეტ.ჯი-ზეა შესაძლებელი, გულშემატკივრები ძალიან ბევრ პრობლემას უსვამენ ხაზს, რომელთა გამო მათ ბილეთების ყიდვა ვერ შეძლეს. 

ამ პრობლემათაგან ერთ-ერთია უშუალოდ ბილეთის ყიდვის რიგში მდგარი მოქალაქეების საიტიდან “გამოგდება” მას შემდეგ, რაც ხანგრძლივად რიგში დგომის შემდეგ, ყიდვის პროცესის დაწყება უწევთ – ძალიან ბევრი გულშემატკივარი ამტკიცებს, რომ უბრალოდ, სერვერიდან “გამოაგდეს”, ხოლო საიტის ადმინისტრაციისგან პრობლემის მოგვარების დაპირება მიიღეს, მაგრამ ამაოდ. 

ამ პროცესების პარალელურად, როგორც ირკვევა, ბილეთების შეძენა უპრობლემოდ შეძლეს გადამყიდველებმა, რომლებიც ერთ 10 ლარიან ბილეთს ამ დროისთვის ათმაგ ფასში (საუკეთესო შემთხვევაში) ჰყიდიან, რამაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივართა გულისწყრომა გამოიწვია. 

“მეტრომანი” წერს, რომ რამდენიმე ფანმა გადამყიდველიები, რომელებიც ბილეთებს ძალიან მაღალ ფასში ყიდდნენ, პირადი შეხვედრისას სცემა.

ასევე რამდენიმე ჯგუფში ვრცელდება პოსტები, რომლის მიხედვითაც გაბრაზებულმა გულშემატკივარმა, გადამყიდველების სცემეს:

“გალახულია ბილეთების გადაყიდვის გამო”, – იწერება ბილეთების ჯგუფში.

სრულად წაკითხვა