ფინეთის ელექტროენერგიის ქსელის სახელმწიფო კომპანია (Fingrid) ცდილობს ოფიციალურად დააკავოს ნავთობის ტანკერი, რომელმაც, როგორც ვარაუდობენ, გასულ თვეში ელექტროკაბელი დააზიანა ბალტიის ზღვაში.
გავრცელებულ განცხადებაში Fingrid-ი ამბობს, რომ ჰელსინკის საოლქო სასამართლოში შეიტანა თხოვნა ტანკერ Eagle S-ის დაკავებაზე, რათა უზრონველყოს ფინანსური განაცხადი იმ ზიანისთვის, რომელიც დადგა წყლის ქვეშ Estlink 2-ის კაბელის დაზიანების შედეგად.
ელექტროკაბელი, რომელიც ფინეთსა და ესტონეთს აკავშირებდა ერთმანეთთან, 25 დეკემბერს მოულოდნელად გაითიშა ქსელიდან, სატელეკომუნიკაციო ხაზებთან ერთად. ტანკერი Eagle S ფინეთის ხელისუფლებამ დააკავა და აჟამად, სანამ გამოძიება მიმდინარეობს, ის ფინეთის წყლებში იმყოფება, ბალტიის ზღვაში.
Fingrid-3 3 იანვარს ახალ გამოძიებას დაიწყებს, ელქტროსადენის დაზიანების მასშტაბის დასადგენად და შეკეთების სამუშაოების დასაწყებად - წერს "ფრანს-პრესი".
გამომძიებელთა თქმით, მათ ათობით კილომეტრის არეალზე აღმოაჩინეს ტანკერის კვალი, რომელიც მოწმობს, რომ ხომალდმა თავისი ღუზა ათრია - მაგრამ საკუთრივ ღუზა ჯერ ნაპოვნი არ არის.
ფინეთის საბაჟო სამსახურის ვარაუდით, Eagle S, რომელმაც გეზი რუსეთის პორტიდან აიღო, არის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილი - ამ ფლოტს იყენებენ, რათა თავი აარიდონ რუსეთის ნავთობისთვის დაწესებულ სანქციებს.