ინფლუენსერი ნათია კახიძე, რომელმაც ახლახან განმეორებითი ქორწილი გადაიხადა და რამდენიმე კაბა გამოიცვალა, სოციალურ ქსელში მისი ქორწილიდან გავრცელებული ვიდეოების კრიტიკასთან დაკავშირებით „ინსტაგრამზე“ წერს, რომ ესმის, მისი ქორწილი ყველას ვერ მოეწონებოდა:
„უკვე ძალიან დიდი ხანია, არაპროგნოზირებადი გარემოა ქვეყანაში. ფასები უზომოდ გაძირებული და უამრავი პრობლემაა ირგვლივ. შეიძლება, ფიქრობთ, რომ ეს არაა კავშირში კრიტიკასთან, მაგრამ ცდებით. ადამიანები უბედურები არიან, დაძაბულები, შინაგანი შფოთვით და ბევრი კომპლექსით. უცებ გამოჩნდა პატარძალი, რომელმაც გადაწყვიტა არატრადიციული ქორწილის გადახდა, შორტი კაბის და გართობის ვიდეოების ფრიალი. რამდენიმე სეგმენტს მოედო:
- ვისაც თავისი ქორწილი მშობლებმა გადაუხადეს, შემოსვეს ტრიბუნაზე და მთელი დღე თამადა ასმენინეს. თავიანთი ოცნების ქორწილიც არ გამოუვიდათ და გული დასწყდათ;
- უფროსი თაობა, რომელსაც მთვრალი შორტიანი პატარძალი ტვინში არ ეტევა და ქართველობას ართმევს.
- ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან არასრულფასოვნების კომლექსით და მათი ეგო საჭიროებს აღიარებას, რომ არსებობს.
არ მაქვს პრეტენზია, რომ ყველას უნდა მოსწონებოდა ჩემი კაბები, მაგრამ ჯანსაღი ადამიანი იაზრებს, რომ ეს ჩემი გემოვნებაა და მას როგორიც მოსწონს, შეუძლია, თავად მოირგოს“, - დაწერა ინფულენსერმა.