სააგენტო "პარალელი"
“ქართული პოლიტიკის უახლეს ისტორიაში სამარცხვინო ფურცლებით შეხვალთ მდინარაძე-კობახიძის კამანდა!!!” – ნუკა არველაძე
ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძეს მძიმე შეფასებებით მიმართავს და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებითაც:
“ირაკლი კობახიძე, შიში, განსაკუთრებით კი სხვისი მოპოვებული – ძალაუფლების და გავლენის დაკარგოს შიში ძალიან ბევრ შეცდომას დაგაშვებინებს კიდე.
მამუს ბლეიზ მეტრეველთან ერთ მაგიდაზე ჯდომამ არ უშველა და არც შენ გიშველის გაეროში ვოიაჟი!!!
ქართული პოლიტიკის უახლეს ისტორიაში სამარცხვინო ფურცლებით შეხვალთ მდინარაძე-კობახიძის კამანდა!!!
ღარიბაშვილის და ლილუშვილის მიმართ შიში კი თქვენი დარჩენილი ცხოვრების დიაგნოზია!!!
ხო, ძალიან კარგად იცი, რომ ღარიბაშვილს არ ვიცნობ, გარდა ოფიციალურ მიღებაზე შეხვედრებისა.
ძალიან კარგად იცი შენი და მდინარაძის მოგონილი ტყუილი თითქოს მაფინანსებდა თქვენს წინააღმდეგ – თქვენი შეთხზული ტყუილია!!!
ძალიან კარგად იცი – შენი დილა ჩემი ფეისბუქპოსტების კითხვით იწყება!!!
რაც ვიზამთ ირაკლი – მარტო აქილევსის ქუსლი არაა, თქვენი შეფუთული ტყუილების კასკადი შემოგეფლითათ ყველა – და შიშვლდებით!!!
“ოცნების” ავტორიტეტი ხალხია – მხარდამჭერი – ამომრჩეველი – რომელსაც დასცინეთ და დაამცირეთ!!!
ამიტომ ვერასოდეს აჯობებთ ვერც ირაკლი ღარიბაშვილს და გრიგოლ ლილუაშვილს







– თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ!..
ამ სასაცილო და ბოროტი სპექტაკლებით თქვენ სახელმწიფო ინსტიტუტებს მიაყენეთ შეურაცხყოფა და დასაცინი გახადეთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ!..
თქვენი უგუნური პოლიტიკითა და ქმედებებით ქვეყანა შეიყვანეთ უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში, საკუთარი ამომრჩეველიც კი დააბნიეთ, გაამწარეთ ადამიანები და ოჯახები, ხალხში გააჩინეთ უიმედობის, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიში!..
ჯერ თქვენი თვალიდან ამოიღეთ დირე და მერე ილაპარაკეთ კორუფციაზე. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის სრული ფარსი და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა!..“, – წერს სოციალურ ქსელში ნუკა არველაძე.
“ქართული პოლიტიკის უახლეს ისტორიაში სამარცხვინო ფურცლებით შეხვალთ მდინარაძე-კობახიძის კამანდა!!!” – ნუკა არველაძე
პარალელი
paraleli.ge ახალი ამბები