„ქართულმა ოცნებამ“ აკრძალა გრანტების გაცემა/მიღება მთავრობის ნებართვის გარეშე

2 days ago 6

დღეს, 2025 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ პარტლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, რითაც აკრძალა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისათვის გრანტების გაცემა მთავრობის ნებართვის გარეშე.

ცვლილებებს პლენარულ სესიაზე „ქართული ოცნების“ და მისი განაყოფის, „ხალხის ძალის“ 82-მა პარლამენტარმა მისცა ხმა.

კანონი ამოქმედდება, როგოროც კი „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი ხელს მოაწერს.

ცვლილებების პაკეტი „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით განიხილა და პლენარულ სესიაზე სამი მოსმენით ორ დღეში, 15-16 აპრილს მიიღო.

კანონის მიერ ახლადდაწესებული მოთხოვნები არ გავრცელდება აქამდე გაცემულ თუ მიღებულ გრანტებზე, - თუკი გრანტის ხელშეკრულება არ შეიცვლება.

ცვლილებების შედეგად:

  • გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა;
  • პასუხისთვის დგინდება 10-დღიანი ვადა;
  • გასაჩივრება არ აჩერებს მთავრობის გადაწყვეტილებას;
  • თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია;
  • უნებართვო გრანტისთვის სასჯელი ეკისრება გრანტის მიმღებს - „საგრანტო თანხის ორმაგი ოდენობით“.

„ქართველი ხალხის დევნის აქტი“

ამ ცვლილებებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უწოდებენ „ქართველი ხალხის დევნის აქტს“.

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების უმრავლესობისთვის საერთაშორისო გრანტების მიღება დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობაა.

ეს უკვე მეოთხე საკანონმდებლო პაკეტია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა 8 აპრილსწინასწარ ჩამოთვალა ის ორგანიზაციები, ვისაც „გრანტების კანონში“ პარტიის მიერ შეტანილი ცვლილებების შემდეგ აღარ ექნებათ გრანტების მიღების უფლება.

მაჭავარიანმა მათ „არასასურველი ორგანიზაციები“ უწოდა და მათ შორის დაასახელა ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია, რომლებიც „ძირგამომთხრელ საქმიანობაში“ დაადანაშაულა.

  • მსგავსი ტერმინი არსებობს რუსულ სამართლებრივ და პოლიტიკურ სივრცეში:
  • „არასასურველად“ გამოცხადდება ორგანიზაციის ფუნქციონირების დასრულებას ნიშნავს.
  • რუსეთმა რადიო თავისუფლება 2024 წელს „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.
სრულად წაკითხვა