მომდევნო წელს დედაქალაქის ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონი ლარი იქნება. ამ თანხიდან ინფრასტრუქტურის მიმართულებით 700 მლნ ლარი დაიხარჯება, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით კი 535 მილიონი.
თბილისის საკრებულოს სრული შემადგენლობა 50 დეპუტატია, მათგან 2021 წლის არჩევნებით 28 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, 22 კი ოპოზიციურმა პარტიებმა. დღევანდელი მდგომარეობით, „ქართულ ოცნებას“ საკრებულოში 27 დეპუტატი ჰყავს, ერთი მათგანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით პარლამენტის დეპუტატი გახდა. ბიუჯეტის პროექტი 27 ხმით დამტკიცდა.
კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები.
მასალა განახლდება