ისტორიკოსი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია, საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნების გამართვიდან 35-ე წლისთავზე, პარტიების გაუქმების მოთხოვნით, მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენას მწვავე შეფასებებით ეხმაურება :
“დღეს, 28 ოქტომბერს საქართველში პირველი მრავალპარტიული პარლამენტის არჩევნების ჩატარებისა 35-ე წლისთავზე, რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა გამოაქვეყნა დოკუმენტი საქართველოში მრავალპარტიულობის აკრძალვის შესახებ.
Როგორ ფიქრობთ, არ იცის არსებულმა პარლამენტმა რას აკეთებს და როგორ შეხვდება ამ დოკუმენტს დემოკრატიული დასავლური საზოგადოება?
უბრალოდ, ყველა ფორმით ცდილობს ასეთი განცხადებებით რკინის ფარდა ჩამოაფაროს ჩვენს ქვეყანას და დასავლურ ცივილიზაციას შორის!
და ვინც ვერ იგებთ ამ პროცესს, და ე. წ. დემოკრატიის ნაკლებობას მისტირიხართ აუცილებლად მიხვდებით, საკუთარ სხეულზე იგრძნობთ სად მოხვდით. რა დემოკრატია?
ქვეყნის სუვერენიტეტი ქრება თანდათან!
რუსულ იმპერიაში დემოკრატია არ ყოფილა და არც იქნება!
ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – წერს ბეჟან ჯავახია ფეისბუქის პირად გვერდზე.

2 days ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·