WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
“ქოცისგან შობილი სპარტაკი არ გაიშვას!” – ნანკა კალატოზიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ყოფილი პრემიერის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალურ წერილებს მძიმე შეფასებებით ეხმაურება:

სასაცილოა ფრაზა, რომ ბრძოლას იწყებს ტრიტრი და მისი პოლიტიკაში მოსვლა, ვინმესთვის საშიშია. განსაკუთრებით ბიძინასთვის, რომლის გარეშეც ნაბიჯი არ გადაუდგამს კაცს ამდენი წელია,(სავარაუდოდ არც ეხლა დგამს), თუ კორუფციას არ ჩავთვლით, რის გამოც პირველი პრემიერობიდან გაუშვეს. ისიც კორუფციის გამო არა, მანდ ყველა ეგეთია, უბრალოდ ზედმეტი მოპარა პატრონს.

ღარიბაშვილის სკამზე ჯდომას თუ გაიხსენებთ, დაწყობილი ხელებით, როგორ პატარავდება და იბნევა, რა ბრძოლა, ხალხო,რა ბრძოლა? ქოცისგან შობილი სპარტაკი არ გაიშვას!

ამ შოუს ბოლოს მდინარაძე დაიჭირონ უფრო რეალურია, ვიდრე ღარიბას ბრძოლა, რომელიც თავისივე სისტემას, მარტო დაუპირისპირდა🥴

მაპატიეთ ტრაქტატი2-ის საკითხი თუ უფრო მაღელვებს და ერთ დღეში ათასობით რუსეთის მოქალაქის გადმოსვლა ლარსიდან“, – წერს ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში.

“ქოცისგან შობილი სპარტაკი არ გაიშვას!” – ნანკა კალატოზიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
პარალელი