ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებლის ზაზა ბიბილაშვილის კონკრეტული შედარებები, შეფასებები, მინიშნებები:
“პაპუაშვილმა სააკაშვილი დავით აღმაშენებელს შეადარა და არსებითად თქვა – არ დარდება, დავითი ბევრად მაგარი იყო, იმან ომი მოიგო, ამან კი წააგოო.
მე მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ ერთობ უცნაური შედარებაა, თუნდაც ასეთ უარყოფით კონტექსტში. წამით დაფიქრდით – ქოცს ხომ ვერც ერთი სინდისიერი ადამიანი ვერ შეადარებს დავით აღმაშენებელს? და ხომ ვერ იტყვის, რომ დავითი ამათზე მაგარი იყო? რადგან დავითის შეურაცხყოფა იქნება ეგ (სად დავითი და სად…).
ქოცი შეიძლება შეადარო კახაბერ ყორღანაშვილს ან სერგო ორჯონიკიძეს – და იკითხო, რომელი უარესია? ან შაჰ აბასსა და თემურ ლენგს – რომელთა ნამოქმედარს ქოცი პატივს მიაგებს დიპლომატიურ მიღებებზე დასწრებითა თუ მემორიალების შემკობით.
მაგრამ ქოცს ვერასდროს შეადარებ ვერცერთ პატრიოტ ქართველს.
არათავსებადია. და ურთიერთგამომრიცხავი“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.
paraleli პოლიტიკა