ქუჩაში ძაღლადაც არავინ მაგდებს, მეზობელმა რომ ჩამიაროს, არაფრით გამარჯობას არ მეტყვის..” – ნახეთ მეეზოვის სუსლისშემძვრელი წერილი რომელიც დაგაფიქრებთ

5 months ago 16

მე მეეზოვე ვარ, უფრო ქართულად მე მენაგვე მქვია. დილას 5 საათზე ვდგები, შვილს პირჯვარს გადავსახავ და მოხუც ბებიასთან ვტოვებ დაძინებულს, ჩემ გარეთ გასვლას მხოლოდ თუთიყუში იგებს. ხუთი წელია ფორთოხლისფერი ვარ და მზეზე ადრე ვესალმები ხეებს, ქუჩებს და ზოგადად დედამიწას, სანამდეც თვალი მიმიწვდება ყველას გამარჯობას ვეუბნები.
ადამიანებს ყველას ჩვენ ჩევენი საქმე გვაქვს, ისინი დადიან და ნაგავს ყრიან, მე ამ ნაგავს ვაგროვებ, ურნაში ვყრი და თან გულში მეღიმება, არასოდეს არ დაყრის მენაგვის შვილი ძირს ნაგავს, შვილს გეფიცებით. ხეები დგანან და ბოდიშს მიხდიან თავდახრილები, რა მათი ბრალია სიბერეში ხელიდან რომ უვარდებათ ყველაფერი, მიპატიებია, ერთადერთი ხეებისთვის მიპატიებია ეს ფოთოლცვენა…

სრულად წაკითხვა