ღამის საათებში მანქანის ან მოტოციკლის ხმაურზე კანონი შერბილდა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, დასაშვები ხმაურის ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა. აქამდე 80 დეციბალზე მეტი ხმაური უკვე დარღვევა იყო, ახლა კი 100 დეციბალამდე ხმაური დაშვებულია. ანუ, შედარებით უფრო ხმამაღალ ძრავას ან მაყუჩს აღარ დააჯარიმებენ, თუ 100 დეციბალს არ გადააჭარბა.
ეს წესი მხოლოდ ღამით, 23:00-დან დილის 08:00 საათამდე, დასახლებულ ადგილებში (ქალაქში, დაბაში, სოფელში) მოქმედებს.
ვინ და როგორ გაზომავს დეციბელებს? პოლიცია საეჭვოდ ხმაურიან ტრანსპორტს გააჩერებს და სპეციალური ხმის საზომი ხელსაწყოთი ადგილზე გაზომავს ხმაურის დონეს.
კანონმდებლობით დადგენილი 100-დეციბალიანი ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში, მძღოლების მიმართ როგორც ფულადი ჯარიმა, ისე მართვის მოწმობის ქულების შემცირება მოქმედებს: პირველ ჯერზე 100-ლარიანი ჯარიმა და მართვის მოწმობაზე 10 ქულის დაკლება; განმეორებით შემთხვევაში — 200-ლარიანი ჯარიმა და 20 ქულის დაკლება; მესამე და ყოველ მომდევნო ჯერზე — 300-ლარიანი ჯარიმა და 30 ქულის დაკლება.
netgazeti