WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არ ესწრება თავის სასამართლო პროცესს, სადაც წინასასამართლო სხდომის თარიღი უნდა გაირკვეს.

ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხის განსაზღვრა ფორმალობაა, რადგან ის ისედაც პატიმრობაშია.

საუბარია ახალ ბრალზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს გუშინ წარუდგინეს.

პროკურატურა ირწმუნება, რომ თავდაცვის სამინისტროს საჯარო შესყიდვის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად ქრთამი აიღო, თითომ – 750 ათასი ლარი.

ღარიბაშვილი თავს უდანაშაულოდ ცნობს და პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარიდგინეს – დიდი ოდენობით ქრთამის აღება.

პროკურატურის განცხადებით, მის საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ითანამშრომლა.

მუხლი, რომლითაც მას ბრალი წარუდგინეს, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ღარიბაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს, პოტენციური სასჯელი 15 წლამდე პატიმრობაა