WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, მიუხედავად პატიმრობისა, ექსპრემიერს ავტორიტეტი მაინც ჰქონდა და მისი რეიტინგი რომ გაენულებინათ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მას კორუმპირებული ადამიანის სახელი დარქმეოდა.

ადვოკატის თქმით, სჯერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგი „ქართული ოცნების“ შიდა კვლევებმა აჩვენა და სწორედ ამიტომ შემოუთვალეს მას, რომ კორუფციის ბრალი ეღიარებინა და პოლიტიკაში დაბრუნებაზე არ ეფიქრა.

„ორჯერ იყო ქვეყნის პირველი პირი, მოგეხსენებათ როგორი საგარეო პოლიტიკა იყო მის დროს, რამდენი ახალი ინიციატივა, თუნდაც ევროპასთან მიმართებით ურთიერთობებში… ყველაფერი ირაკლი ღარიბაშვილთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა რეიტინგი, მე არ გამოვრიცხავ, რომ დღესაც აქვს.

ასევე, არ გამოვრიცხავ კი არა, ვინმემ რომ მითხრას, არ დავიჯერებ, რომ ასეთი [„ქართული ოცნების“] კვლევები არ ჩატარებულა. ყველაფერი იყო საცნაური მავანთათვის. პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს მაინც ჰქონდა თავის ავტორიტეტი. შეიძლება გული ეტკინათ, მაგრამ ამის გაგება უფრო შეძლო ხალხმა, რომ თუ ბიუჯეტის ფულს არ იპარავ… ყველასთვის გასაგები იყო, რომ მას ქვეყნისთვის არ უღალატია, არც ბიძინა ივანიშვილისთვის უღალატია და არც ბიუჯეტიდან მოუპარია თეთრი.

შესაბამისად, ალბათ, საჭირო გახდა და ფაქტია, რომ ასე იყო, შემონათვალშიც ეს იგულისხმება, რომ მას [ირაკლი ღარიბაშვილს] აუცილებლად კორუმპირებული ადამიანის სახელი უნდა დარქმეოდა, რათა ეს რეიტინგი გაენულებინათ და მას აღარ ჰქონოდა 1%-იანი შანსიც კი, გადაზღვევის მიზნით, რომ პოლიტიკაში მობრუნებულიყო“, – განაცხადა „ტვ პირველთან“ ლილი გელაშვილმა.


ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 17 აგვისტოს ციხიდან გაავრცელა წერილი, სადაც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით წერილი გაუგზავნეს, რომლის მიხედვით, მას სთავაზობენ, ახალი, კორუფციული საქმე აიღოს თავის თავზე, რათა პოლიტიკაში დაბრუნება აღარ იფიქროს.  თუმცა მეორე დღეს გავრცელებულ წერილში ღარიბაშვილი ივანიშვილს აღარ ახსენებდა და ამბობდა, რომ მანამდე გამოქვეყნებული წერილი ივლისში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ივლისში გაუგზავნა. თავად მდინარაძე ღარიბაშვილსთვის წერილის გაგზავნას უარყოფს.

ღარიბაშვილი ჰყვება, რომ იმავე დღეს მდინარაძეს გააგებინა თავისი პოზიცია და „კიდევ ერთხელ დაუფიქსირა“, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას. წერილის მიხედვით, საპასუხოდ „მათ“ შეუთვალეს, რომ „მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა. ღარიბაშვილის მტკიცებით, კორუფციულ დანაშაულზე ბრალი სწორედ ამ რისკის დასაზღვევად წარუდგინეს.

24 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინეს – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღება. ადვოკატის განცხადებით, ის ბრალს არ აღიარებს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას.

პროკურატურის თანახმად, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით აიღო 750 ათასი ლარი. მას ეს ფული უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა.