“ღრმა კრიზისშია შესული ივანიშვილი როგორც ინსტიტუციურად, ისე პიროვნულად” – თინა ბოკუჩავა

1 week ago 8

კობახიძის ძალაუფლების კონსოლიდაცია ივანიშვილის უნდობლობასა და რეჟიმის კრიზისზე მიუთითებს, ამიტომ ყველა უნდა ვკონსოლიდირდეთ, რადგან რეჟიმი ახლა ყველაზე სუსტია”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მმართველ გუნდში შექმნილი მდგომარეობის შეფასებისას:

ირაკლი კობახიძის ძალაუფლების კონსოლიდაცია სინამდვილეში მიანიშნებს ივანიშვილის უნდობლობაზე ყველას მიმართ.

ღრმა კრიზისშია შესული ივანიშვილი როგორც ინსტიტუციურად, ისე პიროვნულად, ის აღარავის ენდობა, რაც რეჟიმის ჩამოშლის წინაპირობაა და ამაზე მიანიშნებს კრიზისი, რომელიც აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყებაში არის, იქნება ეს მართლმსაჯულების, აღმასრულებელი შტო, სუს-ი, სადაც მოუწიათ ხელმძღვანელის გამოცვლა თუ ნებისმიერი სხვა.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ძალები მაქსიმალურად ვკონსოლიდირდეთ და ვკონცენტრირდეთ რეჟიმის ცვლილებაზე იმ მომენტში, როდესაც რეჟიმი ყველაზე დასუსტებულია”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა