ყაველაშვილმა ზურაბიშვილის გასაჩივრებული „აგენტების კანონი“ საკონსტიტუციოდან გაიწვია

4 weeks ago 17

„ქართული ოცნების“ კოლეგიის მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი უარს ამბობს საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს „აგენტების კანონი“. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი ეფუძნება გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრესი პრინციპის – სახელმწიფოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.

კანონი ემსახურება საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების დაფინანსების წარმომავლობის შესახებ.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო საკონსტიტუციო სარჩელზე უარის თქმის გადაწყვეტილება“, - წერია პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.

მასალა გაანხლდება

სრულად წაკითხვა