ყაველაშვილს პრეზიდენტობა სი ძინპინმა მიულოცა – ჩინეთის საგარეო

1 day ago 3

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად ინაუგურაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიულოცა.

ამ დროისთვის ჩინეთია მეექვსე ქვეყანა, საიდანაც ყაველაშვილმა მილოცვა მიიღო. „ქართული ოცნების“ პრეზიდენტს მილოცვა მიღებული აქვს: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ბელარუსიდან და სერბეთიდან.

მიხეილ ყაველაშვილს მილოცვა არ მიუღია არცერთი დასავლური ქვეყნიდან. ამასთან, დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ანტიდასავლური „ხალხის ძალის“ წევრი, მიხეილ ყაველაშვილი საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩია. ყაველაშვილის არჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას, ვინაიდან ისინი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და აქედან გამომდინარე მიაჩნევენ, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიხეილ ყაველაშვილის არჩევასაც ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ყაველაშვილის პრეზიდენტად ლეგიტიმიციას არ ცნობს არც სალომე ზურაბიშვილი და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებულად მიიჩნევს.

„ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაცია მიულოცა.

სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს ამჟამინდელი სტრატეგიული პარტნიორობა ინარჩუნებს განვითარების პოზიტიურ იმპულსს“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ფოტო: ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

სრულად წაკითხვა