"ყველაზე რთული ნაწილი უკვე დასრულებულია..." - გოჩოლეიშვილის უცნობი ისტორია

4 hours ago 1

დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილის მცირეწლოვანმა შვილმა ლეიკემია დაამარაცხა.

დეტალებს Geo Team ავრცელებს:

"ბოლო 2.5 თვე ამ წყვილის, გიორგის და ანას სახლი კლინიკა იყო, სადაც მათ სანდროსთან ერთად ეძინათ. გიორგი ვარჯიშსა თუ თამაშებზე ჰოსპიტალიდან დადიოდა, სადაც სავარჯიშო პროცესის თუ მატჩის დასრულების შემდეგ უკან ბრუნდებოდა.

ჩელსისთან, კონფერენს ლიგის მატჩისწინა ღამით გოჩოს მხოლოდ 2 საათი ეძინა, გაიღვიძა, ჩანთა ჩაალაგა და შეკრებაზე წავიდა. საღამოს სასტარტო შემადგენლობიდან ითამაშა და კიდევ ბევრი ასეთი უძილო ღამე იყო…

დღეს სანდრო გოჩოლეიშვილმა ლეიკემია დაამარცხა და სახლშია, სადაც იწყება რეაბილიტაციის პროცესი" - წერს "Geo Team".

გიორგი გოჩოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"სანდრო გამოჯანმრთელდა!

ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე უკან არის.
მინდა გულით გითხრათ მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ამ გზაზე გვედგა გვერდში.
თქვენმა სიტყვებმა, ყურადღებამ და მხარდაჭერამ ძალიან გამაძლიერა.
მართლა ბევრს ნიშნავდა და გაგვიადვილა ის რთული გზა, რაც ერთად გავიარეთ.

ყველაზე რთული ნაწილი უკვე დასრულებულია.
ახლა იწყება რეაბილიტაცია — და ჩვენ ამ ნაწილსაც ერთად გავივლით, იმავე რწმენით და იმედით.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის!".

სრულად წაკითხვა