“ყველანაირი რეკორდი მოიხსნა და რაც მთავარია... - გია ბაღაშვილი ბრწყინვალე ინფორმაციას ავრცელებს

1 month ago 10

გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს “იომორინას” გუნდის წევრებს ახალ მიღწევას ულოცავს.

“გუშინ "იუმორინა 2025"-ის სატელევიზიო პრემიერა შედგა. არნახული რეიტინგი დაფიქსირდა! ყველანაირი რეკორდი მოხსნა წლევანდელმა კონცერტმა, მათ შორის სატელევიზიო მეგა-შოუების!

მთელი გულით ვულოცავ "იუმორინას" დიდი ოჯახის თითოეულ წევრს ამ უპრეცენდენტო შედეგსა და შემოქმედებით გამარჯვებას! მადლობა ყველას, თავდაუზოგავი, მრავალთვიანი შრომისთვის, მეგობრობისთვის და უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის!

რაც მთავრია, უღრმესი მადლობა ჩვენს უძვირფასეს მაყურებელს! 25 წლის თავზე თქვენი ასეთი ყურადღება, თანადგომა და თანამოაზრეობა უდიდესი ჯილდო და დაფასებაა თითოეული ჩვენგანისთვის!

ქედს ვიხრი თქვენს წინაშე!”- წერს გია ბაღაშვილი.

სრულად წაკითხვა