"ყველაფერი გააკეთა გოლისთვის" - რას წერენ პარიზელები კვარას ლივერპულთან თამაშზე

8 hours ago 3

ხვიჩა კვარაცხელიამ ლივერპულის წინააღმდეგ 77 წუთი ითამაშა, შემდეგ კი მწვრთნელმა ქართველის ნაცვლად თამაშში გონსალუ რამუში ჩართო.

უნდა ითქვას, რომ კვარა მთელი თამაში აქტიურობდა და პსჟ-ის შეტევიდან ყველაზე მაღალი შეფასებაც მიიღო, - 7.8. ქართველმა გოლის გატანა არაერთხელ სცადა და ერთხელ შეძლო კიდეც, თუმცა ის დასანანად თამაშგარის გამო გაუქმდა.

აი, რას წერენ ფრანგები უშუალოდ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე:

"შეტევიდან დღეს ყველაზე კარგად გამოიყურებოდა, გოლის ეპიზოდში კი უბრალოდ არ გაუმართლა"

"გოლის გასატანად ყველაფერი გაიღო, მაგრამ ალისონი გაუვალი აღმოჩნდა"

"ბურთი ერთი ფეხიდან მეორეზე შესანიშნავად გადააქვს, საოცარი ტექნიკა აქვს"

"სულ ცოტაც და ხვიჩა კვარაცხელია ამ გუნდის მთავარი ვარსკვლავი გახდება"

"ვერც კი ვიჯერებ, რომ კვარას ამდენი მცდელობიდან გოლი არცერთით დასრულდა"

"ხვიჩას დღეს არაფერი დაეწუნებოდა, სამწუხაროდ იღბალმა გვიმტყუნა", - წერენ პარიზელები.

სრულად წაკითხვა