ყველაფერი კარგად გამოჩნდა – ზაზა პაპუაშვილი (ვიდეო)

1 week ago 14

წაკითხვა: 3

“ამ 36 წლის განმავლობაში, შინ თუ გარეთ, ჭირში თუ ლხინში, სცენაზე, პოლიტიკაში, თუ ქსოვაში, ვინ რისი მაქნისი,რისი გამკეთებელი იყო, ანდა სინამდვილეში რა ედო გულში ყველაფერი კარგად გამოჩნდა.

ახლაც მშვენივრად ჩანს, ოღონდ ეგარი, რომ უტიფრობამ და უსირცხვილობამ, უმადურობამ და ქაჯობამ იმატა.

ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, რეგიონებში გახიზნულ ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ”, სცენიდან მაგ მდარე, კონიუნქტურაში ამოვლებულ, პროპაგანდის შმორის სუნით აყროლებულ, მონურად ცალ ფეხზე მოცახცახე კაცუნების დონის განცხადების კეთებას, სჯობდა საკუთარი თავისთვის გეკითხათ – რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა, ჩვენხელა გოგო-ბიჭებს, ან მათ მშობლებს ხოცავდა და ოჯახებს ანადგურებდაო?

ანდა გვეყოფოდა გამბედაობა კი, ვივამედელი მკვლელის რეჟიმისას სცენიდან კი არა, ერთმანეთისთვის ჩურჩულით გადაგველაპარაკა რამე საპროტესტოო? როცა პასუხს მიაგნებთ, ეგება მაგ მოჩვენებით გამბედაობას ,,გაეყაროთ” და რამე სიკეთეს ,,შეეყაროთ” – წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ზაზა პაპუაშვილი.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა