WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

1

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ამბობს:

,,ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო და ტრაგიკული. უფრო მეტ სიღრმეში არ შევალ, მარტივი ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე. ერთი, რომ ეს ადამიანი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას, პრემიერმინისტრის თანამდებობას და ამიტომ ეს მაკავებს იმისგან, რომ რაიმე ღრმა კომენტარი გავაკეთო, სიღრმისეული კომენტარი გავაკეთო ამ წერილებთან დაკავშირებით და მეორე, იმდენად არასერიოზულია თავად შინაარსი, ამ წერილების შინაარსი, რომ ესეც არ მაძლევს სერიოზულად რაიმე კომენტარის გაკეთების საშუალებას. […]

ფაქტია ხომ, ვინც ავრცელებს ასეთ ინფორმაციას, ასეთ სიყალბეს, ის დგას უკან. ეს არც არის დამალული, მარტივად არის გამჟღავნებული, არიან ძალები, რომლებსაც მაინც და მაინც კარგი რეპუტაცია არ აქვთ. ძალიან სამწუხაროა, რომ კონკრეტულად კონკრეტული მედიასაშუალება და ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი დავიდა კონკრეტული შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე. ეს ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა.“