„შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს“, - სალომე ზურაბიშვილი „აღდგომის ღამის“ აქციაზე

1 day ago 8

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 19 აპრილს რუსთაველზე დაგეგმილ აქციას შეუერთდება და „აღდგომის ღამეს“ ქაშვეთთან შეხვდება.

ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში საზოგადოებას ქაშვეთთან მისვლისკენ მოუწოდა და დაწერა:

,,აღდგომა არის კეთილის, მართალის, ტანჯულის გამარჯვების ღამე! ჩვენც შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ერთად ვიმყოფებით მართალ ბრძოლაში სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ. ვინც როგორც შეძლებს პარლამენტთან 7 საათზე, გმირთა მოედანზე 9 საათზე, მაგრამ ყველა ერთად, სანთლებით. ქაშვეთთან 11 საათზე და ერთად “ქრისტე აღდგა!”

19 აპრილს მოქალაქეები გეგმავენ, რომ აღდგომის დღესასწაულს რუსთაველზე ერთად შეხვდნენ. დაგეგმილია მსვლელობა გმირთა მოედანზე, სადაც ახალგაზრდები გეგმავენ სიმბოლურად ფიცის დადებას - ფიცის ტექსტს კი პროევროპულ აქციებზე დაკავებული პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა წაიკითხავს.

აქციის მონაწილეები გმირთა მემორიალიდან კვლავ რუსთაველზე გადაინაცვლებენ და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქაშვეთთან შეხვდებიან.

სრულად წაკითხვა