"შეიმჩნევა რუსების გამოფიტვის ტენდენცია პოკროვსკის მიმართულებაზე". დაჯგუფება „ხორტიციას“ სპიკერი

1 month ago 9

რუსი სამხედროები "გაიჭედნენ" დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკის მიმართულებაზე და, მთლიანობაში, მათ ემჩნევათ გამოფიტვის ტენდენცია, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება "ხორტიციას" სპიკერმა, ვიქტორ ტრეგუბოვმა.

უკრაინული ოფიცრის თქმით, სამხრეთიდან დაწყებული შეტევა, ისევე როგორც მცდელობა, რომ მტერს დასავლეთიდან შემოევლო ქალაქისთვის, წარუმატებლობას განიცდის.

"შემჩნევა რუსებში გამოფიტვის გარკვეული ტენდენცია. არ ვამბობ, რომ უკრაინელებს (სამხედროებს) აქვთ მეორე, მესამე, ასორმოცდამეათე სუნთქვა.. მაგრამ რუსებს აშკარად დაეტყოთ გარკვეული ფიზიკური, მორალური, მატერიალური გამოფიტვა. ეს არის, ეს შეიმჩნევა", - განაცხადა ტრეგუბოვმა.

ამგვარ ვითარებას, უკრაინელი ოფიცერი, პირველ ყოვლისა, უკრაინის უპილოტო თვითმფრინავების ეფექტიან მოქმედებებს უკავშირებს. ტრეგუბოვის თქმით, დრონების ქვედანაყოფისა და ქვეითების, მათ შორის მოიერიშე ქვეითების თანამშრომლობამ შეძლებს უზრუნველეყოთ ქალაქის ეფექტიანი თავდაცვა.

26 თებერვალს "ხორტიციამ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა პოკროვსკის მიმართულებით დასახლებული პუნქტი კოტლინო დაიკავეს. "ამ სოფლის ოკუპაცია დამპყრობლებს პოკროვსკი-დნეპრის გზატკეცილზე წვდომის საშუალებას მისცემდა, ამიტომ მტერმა ერთ დროს მის ხელში ჩასაგდებად მნიშვნელოვანი ძალები გადმოისროლა", - ნათქვამია შეტყობინებაში.

ერთი დღით ადრე, პროექტმა DeepState-მა გაავრცელა ცობა, რომ რუსეთის არმია პოკროვსკის მიმართულებით ლოგისტიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ანალიტიკოსების აზრით, აგრესორი განიცდის სირთულეებს პერსონალის როტაციის, დაჭრილების ევაკუაციის, საბრძოლო მასალის, მედიკამენტებისა და საკვების მიწოდების მხრივ.

სრულად წაკითხვა