შერმადინის 8 ქულა და ტენერიფეს გამარჯვება სარაგოსასთან

2 days ago 4

ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში გიორგი შერმადინის ტენერიფემ სარაგოსას უმასპინძლა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში – 106:97 აჯობა. სარაგოსა მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა და ბოლო მეოთხედსაც 4-ქულიანი უპირატესობით შეხვდა – 75:71.

მასპინძლებმა გადამწყვეტ პერიოდში მეტოქეს 35:20 აჯობეს და სეზონში მეათე შეხვედრა მოიგეს. გიორგი შერმადინმა პარკეტზე 16 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. მან 3-დან ერთი ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო გამოიყენა.

ტენერიფეს ბრუნო ფიტიპალდომ ულიდერა, ურუგვაელმა მატჩი 16 ქულით, 1 მოხსნითა და 6 პასით დაასრულა. სარაგოსას მხრიდან ყველაზე მეტი ქულა ბოსნიელმა ემირ სულეიმანოვიჩმა ჩააგდო (23 ქულა).

ტენერიფეს ამ მოგებით 20 ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილზეა. ესპანეთის ჩემპიონატს 22-22 ქულით ვალენსია და უნიკახა ლიდერობენ. შერმადინის გუნდი მე-15 ტურში ბილბაოს უმასპინძლებს.

GBF.GE

სრულად წაკითხვა