შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "გრანტების შესახებ კანონზე" - "ფუნდამენტურად შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან"

5 days ago 5

“გუშინ საქართველოში დაჩქარებულად განიხილეს და მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების სასტიკად შემზღუდავი კანონები. ეს ფუნდამენტურად შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიის ძირითად პრინციპებთან” - წერს X-ზე მარია სტენეგარდი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ „გრანტების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე და აზიარებს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის 16 აპრილის განცხადებას.

16 აპრილს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, რითაც აკრძალა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისათვის გრანტების გაცემა მთავრობის ნებართვის გარეშე.

ცვლილებებს პლენარულ სესიაზე „ქართული ოცნების“ და მისი განაყოფის, „ხალხის ძალის“ 82-მა პარლამენტარმა მისცა ხმა.

სრულად წაკითხვა