ქართველმა მომღერალმა შოთა ადამაშვილმა ორი ამერიკული ჯილდო დაიმსახურა. ტეხასის ქანთრის მუსიკალურ ტრადიციულ საერთაშორისო ფესტივალზე მან ორ ნომინაციაში გაიმარჯვა: “2025 წლის საუკეთესო ორიგინალური სიმღერა” და “წლის საუკეთესო ტრადიციული ქანთრის წარმოდგენა”.
ზაზა შენგელია, სტუდია “ბრავო რექორდსის” ხელმძღვანელი:
“უიშვიათესი და უმაგრესი ამბავი: ტეხასის ქანთრის მუსიკალურ ტრადიციულ საერთაშორისო ფესტივალზე, ქართველი მუსიკოსმა შოთა ადამაშვილმა ორ ნომინაციაში ”2025 წლის საუკეთესო ორიგინალური სიმღერა” და ”წლის საუკეთესო ტრადიციული ქანთრის წარმოდგენა” გაიმარჯვა.
ეს იგივეა, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო კონკურსში, ესპანელმა (მაგალითად) მუსიკოსმა რომ გაიმარჯვოს. ამ შედარებაზე ბევრად უფრო იშვიათი ქეისია. “ბრავო რექორდსის” სახელით ვულოცავ შოთას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ.”