შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციით მოსმენის დროს, “ლელო საქართველოსთვის” წევრი სალომე სამადაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. პაპუაშვილმა გაფრთხილება მისცა “ნაციონალური მოძრაობის” წევრ თინა ბოკუჩავასაც.

ოპოზიციონერი დეპუტატების გაღიზიანება გომელაურის განცხადებებმა გამოიწვია – ის პარლამენტთან რუსული აქციის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ძალადობაში და პოლიციის შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.