შსს ადამიანზე და ნარკოტიკების პოვნაზე გაწვრთნილ ძაღლებს ყიდულობს

2 months ago 18

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადამიანის სუნის კვალზე მომუშავე და ნარკოტიკული საშუალებების აღმომჩენ ძაღლებს ყიდულობს. 241 272 ევროს ღირებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 15 ძაღლისთვის გალიები, წყლის თასები, საბლები და სხვა აქსესუარები.

შესყიდული 15 ძაღლიდან:

  • ათი ძაღლი იქნება ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენაზე წინასწარ გაწვრთნილი/სპეციალიზებული;
  • ხუთი ძაღლი იქნება ადამიანის სუნის კვალზე მომუშავე წინასწარ გაწვრთნილი/სპეციალიზებული.

ხელშეკრულებაში ასევე ჩაიწერება, რომ კონტრაქტორმა 45 კინოლოგისთვის უნდა ჩაატაროს 10-დღიანი ტრენინგის კურსი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წელს მსგავსი დანიშნულების ექვსი ძაღლი აშშ-მა გადასცა. უწყების თანამშრომლებს ჩაუტარდათ სპეციალური სწავლებაც.

სრულად წაკითხვა