WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
“შსს-მ დადო არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მე წინასწარ ვიცოდი რომ რაღაც პოსტი უნდა დადებულიყო ოსურ ენაზე” – ტარიელ კაკაბაძე

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, რომელიც წლების წინ დაკარგული გურამ დადიანიძის საქმეში დაზარალებული მხარის ადვოკატია, სოციალურ ქსელში აპლიკაცია “მესენჯერში” მისი საუბრის “სქრინს” აქვეყნებს, რისი მეშვეობითაც მიანიშნებს, რომ შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში გამოთქმული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება:

შსს-მ დადო არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მე წინასწარ ვიცოდი რომ რაღაც პოსტი უნდა დადებულიყო ოსურ ენაზე.

აქამდე ვინარჩუნებდი კოლეგიალობას, მაგრამ ახლა უკვე ვხვდები, რომ არ სურთ ამ საქმის გამოძიება. ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას.

მოგიყვებით სიმართლეს:

2026 წლის 16 ავისტოს, ჩემს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე- ტარიელ კაკაბაძე/ Tariel Kakabadze მომწერა ადამიანმა ფეისბუქ პროფილით “ნასვამი ჩოჩორი”. მითხრა, რომ ჩართულია გურამ დადიანიძის საქმის პროცესში და სურდა დახმარების გაწევა. მე სერიოზულად არ აღვიქვი მისი ნათვამი, მაგრამ ვუთხარი რომ თუ რამე ინფორმაციას მიიღებდა, მოეწოდებინა ჩემთვის და მოეწერა პროფილზე: Tariel Kakabadze. აღნიშნული პროფილის პოვნა გაუჭირდა და თავად ვიპოვე ის.

ამის შემდეგ მომაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კახა გელაშვილის სახელით შექმნილ ფეიკ გვერდიდან თავად კახა გელაშვილი იყო შესული და ასევე შესული იყო სხვა პიროვნებაც ვლადიკავკაზიდან. მისი თქმით, პოსტი “დედა ცოცხალი ვარ” დადებულია კახა გელაშვილის მიერ.

ჩემმა თანამშრომელმა აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვლებლივ მიაწოდა გამომძიებელსა და პროკურორს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვფრინდი, 10 საათიანი ფრენის შემდეგ. ინტერნეტთან წვდომა არ მქონდა 10 საათის განმავლობაში. ჩამოფრენიდან რამდენიმე საათში მესენჯერში ვკითხულობ ამ ე.წ. ფეიკიდან შემოსულ მესიჯს სადაც მატყობინებს, რომ მისი დაწერილია ოსურ ენაზე პოსტი: “დადგა ჟამი”.

როგორც ჩანს, ვიღაცამ გამოიყენა ეს ადამიანი ჩემს გასაშავებლად, მაგრამ მე ყველა ჩვენი კომუნიკაცია შენახული მაქვს. 🙂

ჩემს პოსტს დავურთავ აღნიშნული ანგარიშიდან შემოსული მესიჯის სქრინს და ასევე ჩემი პასუხის სქრინს, სადაც ვსაყვედურობ მას, რომ მსგავსი ქმედება დაუშვებელია!

აქ ნათლად ჩანს, რომ ამ პოსტის დადება შეთანხმებული არ იყო ჩემთან!

ვიწინასწარმეტყველე, რომ სოფო ბიბილაშვილის დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენებდნენ ამ ყველაფერს!

გული მიგრძნობდა, რომ ასე მოხდებოდა და ასეც მოხდა!

ძალიან სწორად მივდივართ და ეს აწუხებთ. არ სურთ ამ საქმის გამოძიება!

მოვუწოდებ შსს-ს, დაადგინოს ვინ იმალება ფეისბუქ ფეიკის- “ნასვამი ჩოჩორი”-ს უკან!

მაინც გავარკვევთ ამ “ნასვამი ჩოჩორის” ვინაობას. თავად გამოვიდეს და მოყვეს სიმართლე!” – წერს ტარიელ კაკაბაძე.

“შსს-მ დადო არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მე წინასწარ ვიცოდი რომ რაღაც პოსტი უნდა დადებულიყო ოსურ ენაზე” – ტარიელ კაკაბაძე
პარალელი