შსს მობილურებში შესაღწევ პროგრამებს აახლებს

1 month ago 4

შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა, რომ მოასწროს და დაჩქარებული წესით იყიდოს ისრაელური კომპანია Cellebrite-ის 3-წლიანი ლიცენზია, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში დაეხმარება კომპიუტერულ მოწყობილობებსა და ტელეფონებში არსებულ ინფორმაციაზე სრულყოფილ წვდომა ჰქონდეს.

შსს 6,8 მილიონ ლარამდე თანხას დახარჯავს მსგავს ლიცენზიებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე აკაკი ხარებავამ მინისტრის მოადგილეს, გიორგი ბუთხუზს 24 თებერვალს ამ საკითხზე პატაკი გაუგზავნა, საიდანაც გაირკვა, რომ შსს ხუთი სპეციალური მოწყობილობა და შესაბამისი ლიცენზია 2024 წლის მაისიდან აქვს - ხელშეკრულებას ვადა კი ერთი წლისთავზე, 2025 წლის 27 მაისს ეწურება. ამავე მიმოწერის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ საგამოძიებო უწყება ორით გაზრდის იმ მოწყობილობების რაოდენობას, რომელიც კომპიუტერულ მონაცემებზე წვდომის საშუალებას აძლევს

„მათი [ლიცენზიების] შეძენით საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორია დამატებით შეძლებს ინფორმაციის უფრო სწრაფად მიღებას და დამუშავებას, მათ შორის შესაძლებელი იქნება ინფორმაციის სერვერზე პარალელურად დამუშავება (პარალელურად შესაძლებელია ექვსი პროცესის გაშვება ლიცენზიების რაოდენობის შესაბამისად), შესაძლებელი იქნება ინფორმაციების კატეგორიებად დაყოფა, კონკრეტული პერიოდის მითითება და ა.შ.“ - წერს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მინისტრის მოადგილეს.

Cellebrite ისრაელური კომპანიაა, რომელიც აწარმოებს მოწყობილობებსა და ქმნის შესაბამის ლიცენზიას, რომელიც საგამოძიებო ორგანოებს მობილური მოწყობილობებიდან მონაცემების მოპოვებაში ეხმარება. კომპანიის დირექტორმა ალბერტ კატსირმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს (რომელსაც გიორგი ჰქვია, თუმცა გვარის მხოლოდ ნაწილი ჩანს ელ.ფოსტაში - [email protected]) 13 თებერვალს აცნობა, რომ „ნებისმიერ დროს შეიძლება აეკრძალოთ აღჭურვილობების საქართველოში გაყიდვა“ და „ურჩევს“, „თუ წელს შეძენას გეგმავენ“, „ეს რაც შეიძლება მალე გააკეთონ“.

Cellebrite-ის წარმომადგენლის წერილი შსს-ს თანაშრომელს.

Cellebrite-ის წარმომადგენლის წერილი შსს-ს თანაშრომელს.

რადიო თავისუფლებამ მიწერა Cellebrite-ის გაყიდვების დირექტორს და ჰკითხა, რატომ შეიძლება მათ საქართველოში აღჭურვილობების გაყიდვა აეკრძალოთ.

ასევე ნახეთ:
სრულად წაკითხვა