შსს: ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედების დროს ორი მოქალაქე დავაკავეთ

1 month ago 17

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4 მარტს ნინოშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედების დროს ორი მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებამდე ისინი არ დაემორჩილნენ სამართალდამცავებს.

"მათ საგამოძიებო მოქმედების თავიდან არიდების მიზნით სცადეს გაქცევა, პოლიციის 2 თანამშრომელს ავტომობილით შეეჯახნენ და მიაყენეს დაზიანებები. რა დროსაც პოლიციამ გამაფრთხილებლად გაისროლა", - აცხადებენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

სრულად წაკითხვა