WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

დაბა ჩაქვში 35 წლის მამაკაცი მატარებლის შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილი ბელარუსიდან იყო.

მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.