ჩემი მიზანი საერთოდ არ არის ივანიშვილის დაზიანება, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ საქართველო დაბრუნდეს დემოკრატიის და ევროინტეგრაციის  გზაზე – გიორგი ბაჩიაშვილი

3 hours ago 3

წაკითხვა: 16

ჩემი მიზანი საერთოდ არ არის ივანიშვილის დაზიანება და არავის მიზანი არ უნდა იყოს პირადად ივანიშვილის დაზიანება, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ საქართველო დაბრუნდეს დემოკრატიის და ევროინტეგრაციის  გზაზე”– განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა 6 მარტს, ტვ “ფორმულის” ეთერში ჩართვისას.

“ყველამ უნდა გავაკეთოთ ის, რომ მივიყვანოთ ივანიშვილის რეჟიმი არჩევნებამდე. ვისაც შეუძლია გარეთ უნდა გამოვიდეს, ჩემ შემთხვევაში, მე ყველა რესურსს გამოვიყენებ იმისთვის, რამენაირად, ყველა მსოფლიოში, ყველა ადამიანამდე და ყველა სახელმწიფომდე, ვისთანაც კი ხელი მიმიწვდება,  მივიტანო ის, თუ რა ხდება საქართველოში და ამ შემთხვევაში  რომ ივანიშვილის მხილებაც ამის ნაწილი იქნება, მე მისი ჯავრი კი არ მჭირს”- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა ბაჩიაშვილს ჰკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულ პირზე, რომელიც მას ქვეყნის დატოვებაში დაეხმარა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა