ჰაკერებმა სოციალურ ქსელ X-ში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას ოფიციალურ გვერდზე შეაღწიეს და ყალბი ცნობები, ე.წ. ფეიკები გამოაქვეყნეს.
დღეს, 8 აპრილს დილით, ჩეხეთის პრემიერის გვერდზე გაჩნდა ყალბი ცნობა, რომ რუსი სამხედროები კალინინგრადთან საზღვრის მახლობლად თავს დაესხნენ ჩეხეთის არმიის სამხედროებს, რასაც საპასუხო ზომები მოჰყვა.
კიდევ ერთი ფეიკი ეხებოდა ამერიკულ ტარიფებზე საპასუხო რეაქციას.
ჩეხეთის პრემიერის გვერდიდან ყალბი ცნობები წაშალეს. დაწყებულია გამოძიება.
უკრაინის აქტიური მხარდამჭერი ჩეხეთის მთავრობის და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების საიტებზე არაერთი კიბერშეტევა იყო 2023 და 2024 წლებშიც