“ჩვენ ვენდეთ ევროკავშირს და ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები” -პაპუაშვილი

4 weeks ago 19

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შემდეგ ევროკავშირის ელჩისა და ბრიუსელის მიერ განსაზღვრული დათქმების წინააღმდეგ ახლა უკვე პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის და ამბობს, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას არ დაუშვებენ.

ევროკავშირის ელჩის გუშინდელი განცხადების პასუხად, შალვა პაპუაშვილმა დიპლომატები დღეს ქართულ მართლმსაჯულებაზე “ორკესტრირებულ თავდასხმაში” დაადანაშაულა:

“2015 წლიდან დაწყებული დღემდე, ყოველ ჯერზე არის ორკესტრირებული თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე სხვადასხვა საელჩოების მონაწილეობით, ელჩების პირადი ჩართულობით და ქართველ მოსამართლეებზე თავდასხმებით.

არგუმენტი არ არსებობს არავის მხარეს, რომ არსებობს ისეთი სისტემური გამოწვევა, რომ ასეთ რადიკალურ ჩარევას საჭიროებს და ამიტომ ვეტინგი საჭირო არ არის. ეს ერთი და მეორე – ვეტინგი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობით არის კონსტიტუციის წინააღმდეგ და კატეგორიულად მიუღებელი ქართველი ხალხისთვის. პოლონელი, ჰოლანდიელი და ლიეტუველი ექსპერტების ჩართვას არავინ არ აპირებს და ეს არის მიუღებელი.

რაც შეეხება უცხოელ ექსპერტებს. გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ უნდა მოხდეს ვეტინგი უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. ერთი, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს დამოუკიდებლობას, ეწინააღმდეგება იმას, თუ როგორ ხედავს ქართველი ხალხი საკუთარ თავს.

ჩვენ ვართ სახელმწიფო, არ ვართ რაღაც წარმონაქმნი, რომელსაც არ აქვს იმის უნარი, რომ საკუთარი საკითხები თავად გადაწყვიტოს. უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, თუ სხვადასხვა სურვილის გამოთქმით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექიმები, აი უცხოელი ექსპერტები ეს იყვნენ. ჩვენ ვენდეთ ევროკავშირს და ევროკავშირმა გაგვიცრუა ჩვენ ეს იმედები და ვნახეთ, რომ ფაქტობრივად სპეცოპერაციას აწყობდნენ მიხეილ სააკაშვილთან… აი ასეთ ნდობას, როდესაც ასე შეარყევ და ევროკავშირიც იყო ამაში ჩართული, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კითხვები, რა დგას ამის უკან” – ამბობს პაპუაშვილი.

სრულად წაკითხვა