“ჩვენს თავზეა, ვხედავ!!!” – ოკუპირებულ აფხაზეთს უკრაინულმა დრონებმა გადაუფრინეს

1 day ago 5

რუსეთ-უკრაინის ომის ისტორიაში პირველად, 24 ივლისის ღამეს უკრაინული დრონები რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, საჰაერო სივრცეში დაფრინავდნენ, რამაც სოჭისა და სოხუმის აეროპორტებში პანიკა გამოიწვია. ორივე აეროპორტში გამოცხადდა გეგმა “კავიორ (ხალიჩა)”, გადაიდო ათეულობით რეისი.

უკრაინული დრონები საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ფსოუს გამშვებ პუნქტთან და გაგრასთან, სოფელ განთიადში, ადგილობრივებმა გადაიღეს.
ვიდეოებში ისმის შეშფოთებული გადაძახილები, საჰაერო განგაშის სირენის ხმა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მუშაობის ხმები.

“აგერ! ვხედავ, ვხედავ! ზუსტად ჩვენს თავზეა, გავიქეცით, ბლ…დ!” , – ყვირის ერთ-ერთი ადგილოვბრივი და გარბის.

უკრაინული დრონების აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოჩენას განგაშით ხვდებოდნენ წუხელ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები სხვადასხვა სოციალურ ქსელში:

“რა ხდება, რა აფეთქებებია?”
“დრონები დაფრინავენ”
“ღმერთო, შენ გვიშველე!”
“ღმერთო, დაიცავი ჩვენი ქალაქები უბედურებისგან!”
“რა საშინელებაა! ხომ არავინ დაშავებულა?”
“აფეთქებებზე რა ისმის? სად აფეთქდა?”
“ადმინ, ვიდეოებს რატომ შლი?”
“ფანჯრები ზანზარებს, ეს რა საშინელი ღამეა!”, – წერდნენ წუხელ აფხაზურ ფორუმებზე.

[24.07.2025 01:57]
Что происходит????
Господи ,сбереги наш народ от горя и бед!!!
Tatyana, [24.07.2025 01:58]
Дроны летают, пво пограничное срабатывает.
Sport Reiv, [24.07.2025 01:58]
Сейчас видео видел , человек с Цандрипша снимает говорит что прям на границе летают
beslan, [24.07.2025 01:58]
Дай бог только так и будет🙏🙏 господи сохрани 🙏
É, [24.07.2025 01:58]
Да
beslan, [24.07.2025 01:58]
какой ужас , недавно вот сам услышал про это
É, [24.07.2025 01:59]
Окна трясутся

როგორც ირკვევა, უკრაინულმა დრონებმა, ზღვიდან შეაღწიეს საქართველოს საჰაერო სივრცეში, აფხაზეთის თავზე, შემდეგ სოფ.განთიადის გადაფრენით გადაკვეთეს რუსეთის საზღვარი და გაემართნენ ადლერისკენ, სადაც წარმატებით დაარტყეს მიზანს, – წერს WORLD MILITARY/ანალიტიკა.

სრულად წაკითხვა