წაკითხვა: 51
თაკო ჩარკვიანი ეხმიანება გიორგი ბარამიძის დაკავებას, რომელსაც სამშობლოს ღალატის მუხლით წარუდგინეს ბრალი.
“მოდით თქვით რა სიტყვაც გნებავთ, მაგალითად: გულუბრყვილო ბჟუტური, სიტყვა ეთერში გაქცეული საბედისწეროდ, სულელურად წამოსროლილი განცხადება, კი ბატონო ცუდი მოსასმენი, კატასტროფული სისულელე იყო ეს განცხადება, დავიზაფრე რომ მოვისმინე (მისი, აშკარად უნებლიედ ეთერში “გაქცეული” ეს განცხადება, ვფიქრობ სრულიად სხვა რამ უნდოდა ეთქვა და სხვა რამ გამოუვიდა “გამოისროლა”, კი ბატონო ასეა, ეთერში შეიძლება დაემართის ადამიანს უნებლიედ (ხდება ხოლმე) სიტყვა გაექცეს დაუფიქრებლად (თუმცა შემდეგ ახსნა-განმარტებაც მოაყოლა) გეთანხმებით ძალიან ცუდი მოსასმენი იყო ბარამიძის ეს იდიოტური და აბსურდული განცხადება, მაგრამ გია ბარამიძე მოღალატე?!
მსგავსი რამ არ არსებობს და ზუსტად ისეთივე აბსურდია, როგორც მის მიერ გაუგებრად “წამობჟუტურებული” განცხადება, რაის მოღალატე ხალხო, სირცხვილია! გია ბარამიძე საქართველოსთვის მოკვდება,არც დაფიქრდება ისე.
არ ვწერ ამას ისე და ეს თავად ყველა ვეტერანმა მებრძოლმა იცის ვისაც ის აფხაზეთში უნახავს. ვფიქრობ, ბარამიძის ბოდიშით და ახსნა -განმარტებით უნდა შემოიფარგლოს სასამართლო!
გულწრფელად ასე ვფიქრობ,რადგან ასეა!
არ შეიძლება ბარამიძის ღალატის მუხლით გასამართლება , ცუდია, სირცხვილია, არ არის სწორი, არც სასარგებლო სამომავლოდ! ბოდიში საკმარისი უნდა იყოს ამ გაუგებრობისთვის!
გაუგებრად ნათქვამი ,საბედისწეროდ და სხვა დატვირთით გამოსროლილი სიტყვაა და არა ღალატი! ამ ჩემი სტატუსის ყველა სიტყვას ხელს ვაწერ” – წერს თაკო ჩარკვიანი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს
multimedia.ge ახალი ამბები