,,ძალიან ცუდი, სამწუხარო ინფორმაციით ვარ”- ჟურნალისტი ლაშა ბერულავა მიმართვას ავრცელებს

3 hours ago 1

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ძალიან ცუდი, სამწუხარო ინფორმაციით ვარ, მაგრამ სიმართლე აუცილებლად უნდა გაირკვეს…

☄️ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი მოკლეს, მაგრამ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გივი გნოლიძე რუს ოკუპანტებთან ბრძოლის დროს დაიღუპა, მებრძოლის ოჯახის წევრები კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ გივი გნოლიძე ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურმა, გოჩა ხორავამ მოკლა, რომელიც 12 შეიარაღებულთან ერთად ერთად თავს დაესხა მძინარე გივის და მის მეგობრებს, რომლებსაც ცეცხლი გაუხსნა.

🔻ოჯახის წევრების თქმით, გოჩა ხორავამ მოკლულის ცხედარი თან წაიღო და ფრონტის ხაზთან ახლოს დააგდო, რათა შექმნილიყო წარმოდგენა, რომ ის რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს.

🔻 გივი გნოლიძის ოჯახის წევრების თქმით, ამ შეტაკებისას დაიჭრა კიდევ ორი ქართველი მებრძოლი, მათგან ერთი კომაშია. გნოლიძის ოჯახის წევრები გოჩა ხორავას უმძიმეს ბრალდებას უყენებენ და ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხორავა ქართველ მებრძოლებს ამ მეთოდით უსწორდება.

🔻მათი თქმით, გოჩა ხორავა იმ დანაყოფის მეთაური იყო, სადაც გივი გნოლიძე მსახურობდა, ბიჭებს მისი ქმედებები არ მოეწონათ და საკითხი დაუსვეს, რომ გაყოფილიყვნენ და ცალ-ცალკე წასულიყვნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, გოჩა ხორავამ შურისძიება გადაწყვიტა.

🔻 “მეგა ტვ”-სთან საუბარში გივი გნოლიძის ძმა, დიმა გნოლიძე ჰყვება:

💬 “ერთ ბატალიონში მსახურობდნენ, გოჩა იყო ჩემი ძმის მეთაური. გოჩა ხორავას საქციელები არ მოეწონათ მებრძოლ ბიჭებს, დასხდნენ სალაპარაკოდ რომ უნდა გაყოფილიყვნენ. ასეთი სიტუაცია მოხდა რომ გაიყვნენ, მერე არ ვიცი რამდენ ხანში, გაიგო (გოჩა ხორავამ) ადგილსამყოფელი ბიჭების, მოსული იყვნენ ფრონტიდან, ღამე დაადგა 12 კაცთან ერთად, უკრაინელებთან ერთად, ჩემი ძმა თავის 5 მეგობართან ერთად იყო სახლში. ცხედარი გადამალა, წაიღო იმის მიზნით, რომ ცხელ წერტილში თუ წინა ხაზზე დაეგდო და გაესაღებინა ისე, რომ ეს ბიჭი მოკვდა რუსებთან ბრძოლაში, ეს იყო მაგისი იდეა. ეგ არ არის მაგისი პირველი ფაქტი, მაგას ეგ სხვა დანარჩენ ბიჭებზეც აქვს გაკეთებული. ერთადერთი კონტაქტი მაქვს მებრძოლებთან. როგორც ვიცი უკრაინის უშიშროებაც და პოლიციაც ჩარეულია და გამოძიება დაწყებულია, თუმცა მე არავინ დამკავშირებია ” – აცხადებს გივი გნოლიძის ძმა, დიმა გნოლიძე.

☄️ “ოდიშინიუსის” ექსკლუზიური ინფორმაციით, გივი გნოლიძის ცხედარი ნაპოვნი და გადმოსვენებულია უსაფრთხო ტერიტორიაზე, ამ დროისთვის ტარდება ექსპერტიზა.

☄️ არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ასევე მკვლელობაში ბრალდებულიც, ხოლო თავდასხმაში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა შესახებ წინასწარ ინფორმაციის გავრცელება, გასაგები მიზეზების გამო, შეზღუდულია.

☄️ “ოდიშინიუსის” ინფორმაციით, ქართველი მებრძოლები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფებში მოხალისედ იბრძვიან, აღშფოთებას ვერ მალავენ და მობილიზებული არიან, რათა მკვლელი აუცილებლად დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით:

💬 “მკვლელი უკვე ნაპოვნი და დაკავებულია, ის კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. ამას გარდა, მიმდინარეობს ამ საზარელ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენაც. სწორედ ასეთი არაკაცები გვიტეხავენ სახელს იმ მებრძოლებს, რომლებიც აქ ჩვენი სამშობლოს მტრის წინააღმდეგ ვიბრძვით და ჩვენს სიცოცხლეს სასწორზე ვდებთ ამ ბრძოლაში.

💬 “ამ 10 წლის განმავლობაში აქ სახელი შევქმენით, ძმაო, ქართველი მებრძოლის სახელი შევქმენით და ახლა იცით, რა დღეში ვართ? აი, ქართველი რომ ვარ და შერცხვენილი ვარ… ერთი ან ორი ეგეთი ნაძირალა გამოგვერევა და ყველაფერი რომ თავდაყირა დგება, არადა, ამ სახელის შექმნას შევალიეთ ჩვენი თავდადება…” – უთხრა “ოდიშინიუსს” უკრაინაში მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა, რომელიც იქ 2014 წლიდან იბრძვის და არაერთი ოფიციალური ჯილდო აქვს მიღებული.

⚫️ “ოდიშინიუსი” თანაგრძნობას უცხადებს უკრაინაში ვერაგულად მოკლული გივი გნოლიძის ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს და გამოთქვამს მზადყოფნას, ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ საგამოძიებო ქმედებაში, რომელიც აღნიშნულ მკვლელობას უკავშირდება.

‼️ “ოდიშინიუსი” მიმართავს ამ მკვლელობის დეტალების მცოდნე ნებისმიერ პირს თხოვნით, მიაწოდოს ინფორმაცია გამოცემის რედაქტორს ლაშა ბერულავას, ნებისმიერ სოციალურ ქსელში ან დაუკავშირდეს ტელეფონის ნომერზე :

599 89 07 42

🌐 WHATS APP, SIGNAL ან TELEGRAM პლატფორმის მეშვეობით (ანონიმურობა გარანტირებულია).”- წერს ლაშა ბერულავა.

სრულად წაკითხვა