ლაციოსთან განცდილმა ორმა მარცხმა იტალიელი ჟურნალისტები ძალიან გააღიზიანა, რომლებმაც ნაპოლი და მისი ლიდერები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.
ანტონიო კონტეს და რომელუ ლუკაკუს გაკრიტიკების პარალელურად, კრიტიკა შეხვდა ხვიჩა კვარაცხელიასაც. მაგალითად, Sky Sport-ის ჟურნალისტი, ფაბიო კარეზა თვლის, რომ ნაპოლის გულშემატკივარი ძველებურ ხვიჩას ვეღარ ხედავს, რაც გუნდის წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ.
ხვიჩა კვარაცხელია აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორიც სკუდეტოს მოგების პერიოდში იყო. ის კვლავ აკეთებს ლამაზ რაღაცებს, თუმცა ეს ყველაფერი უკვე ნორმალურს და ჩვეულებრივს ემსგავსება.
- თქვა კარეზამ.
მიუხედავად იმისა, რომ კონტეს გუნდი სერია A-ში მეორეზეა და ლიდერ ატალანტას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება, ნაპოლის ფანებს ამ გუნდის წარმატების არ სჯერათ და კრიტიკა სულ უფრო და უფრო მზარდ სახეს იღებს.