“ძვირფასო ქართველებო, მთელი უკრაინა თქვენს გვერდით არის” - გონჩარენკო

2 weeks ago 14

უკრაინელი დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო უკრაინის რადადან მიმართვას ავრცელებს, სადაც უკრაინელმა დეპუტატებმა მხარდაჭერის ნიშნად საქართველოს დროშები გამოფინეს.

გონჩარენკოს თქმით, “ქართული ოცნება“ კრემლის სცენარის ნაწილად იქცა და საქართველოს ანადგურებს.

ძვირფასო ქართველებო, დებო და ძმებო, მოგესამლმებით, მთელი უკრინა თქვენს გვერდითაა. უკრაინა მათ გვერდით არის, ვინც თბილისის ქუჩებში საქართველოს ევროპულ მომავალსა და ზოგადად, საქართველოს მომავალს იცავს. მათ გვერდით, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ ამ ზამთრის შემდეგ არა რუსული გაზაფხული, არამედ ქართული გაზაფხული მოვიდეს. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ კრემლის სცენარის ნაწილად იქცა და დღეს საქართველოს ანადგურებს. ჩვენ თქვენი გამარჯვების გვჯერა. საქართველო ევროპაა და დღეს ამას მთელს მსოფლიოს უმტკიცებთ“, -თქვა ოლექსი გონჩარენკომ მიმართვაში.

სრულად წაკითხვა