WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ძლიერი წვიმის გამო თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი, ე.წ. ახალი გზა, დროებით, პრევენციისთვის ჩაიკეტა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

14 აგვისტოს საღამოს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები ქალაქის რამდენიმე უბანში შექმნა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, დატბორილია, მათ შორის, გმირთა მოედანი და თამარაშვილის ქუჩა.

მერიის ცნობით, უწყების ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმება.

  • ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი მდინარე ვერეს ხეობაში მდებარეობს, სადაც 2015 წლის 13 ივნისს სტიქია მოხდა. ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.