წალენჯიხაში ავარია მსხვერპლით დასრულდა – ცენტრალური სტადიონის ბეტონის კედელს სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

სავარაუდოდ, მძღოლი შეჯახების მომენტში მანქანიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. 

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გაუმართავმა მუხრუჭმა გამოიწვია, დაწყებულია გამოძიება.