“წიგნების თარო” პროექტს “თაროს თაობა” აჩერებს

8 hours ago 2

გადაცემა “წიგნების თარო” მის ახალ პროექტს “თაროს თაობა” აჩერებს:

“ძვირფასო გულშემატკივრებო,
სამწუხაროდ იძულებული ვართ, დროებით შევაჩეროთ პროექტი “თაროს თაობა” და მისი შემადგენელი პროგრამები.
მოგეხსენებათ, აშშ-ის პრეზიდენტის ახალი აღმასრულებელი ბრძანებიდან გამომდინარე ყველა საგარეო პროგრამის აქტივობა 90 დღიან გადახედვას დაექვემდებარა. ეს გავრცელდა “თაროს თაობაზეც”, ვინაიდან ჩვენი პროექტიც ნაწილობრივ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
“თაროს თაობა” მიზნად ისახავს აქტუალური სამოქალაქო თემებისა და საქართველოს ისტორიის შესახებ ახალგაზრდების მეტად ინფორმირებას. პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ კამპანია გაგრძელდება” – წერს “წიგნების თარო” სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა